იგეგმება თუ არა ჟენევის ფორმატის ცვლილება?!
იგეგმება თუ არა ჟენევის ფორმატის ცვლილება?!

A+ A-

14:04 10/10/2019

“2020NEWS” -ის კითხვაზე, იმ ფონზე, როცა ჟენევის ფორმატის შეხვედრები ყოველთვის უშედეგოდ მთავრდება, ხომ არ იგეგმება აღნიშნული ფორმატის ცვლილება?! - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი პასუხობს, არ იგეგმება.

მისი თქმით, „ჩვენ ჟენევის ფორმატის გაძლიერებაზე უნდა ვიზრუნოთ“. აღნიშნული განცხადება ზალკალიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გააკეთა.

“ჩვენ ჟენევის ფორმატის ჩანაცვლებაზე კი არ უნდა ვისაუბროთ, უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ დავეხმაოთ ჟენევას გარედან პოლიტიკური დიალოგის რაც შეიძლება მაღალდ დონეზე აწევით“,- განაცხადა დავით დალკალიანმა.

“ჟენევის ფორმატი არის ძალიან მნიშვნელოვანი, საერთაშორისო და ერთადერთი ფორმატი, რომლითაც ჩვენ ყველა მთავრ საერთაშორისო აქტორთან ერთად, ისეთები, როგორიც არის გაერო, ევროკავშირი, ეუთო ამერიკის შეერთებული შტატები, განვიხილავთ რუსეთის ფედერაციის მონაწილეობით ყველა იმ ნიშვნელოვან საკითხს, რომელზეც არის დაფუძნებლი ჟენევა, მათ შორის, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესრულება. უსაფრთხოების მექანიზმების დაფუძნება, ძალის არგამოყენების ვალდებულება იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბურნება, ეს არის ის ძირითადი ფუნდამენტი, რაზეც არის საუბარი მუდმივად ჟენევაზე. ჟენევას ვერ განვიხილავთ იზოლირებულად დღეს არსებული გეოპოლიტიკური გარემოსგან, ამიტომ აუცილებელია, რომ ის ვალდებულებები, რომლებზეც საუბარი იყო 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით სწორედ ამ ფომატში იყოს განხილული და რუსეთის ფედერაციას ყველა საერთაშორისო აქტორის თანდასწრებით მუდმივად შევახსენოთ არსებული ვალდებულებების შესრულება“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე