საქართველო-აზერბაიჯანის სადელიმიტაციო კომისიის სხდომა საქართველოში გაიმართება
საქართველო-აზერბაიჯანის სადელიმიტაციო კომისიის სხდომა საქართველოში გაიმართება

A+ A-

13:11 10/10/2019

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცახდებით, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის მომდევნო სხდომა საქართველოში ჩატარდება. მინისტრმა აღნიშნულის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუცხადა.

„გრძელდება მუშაობა სადელიმიტაციო კომისიის ფარგლებში. კარგადაა ცნობილი, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ჩატარდა ექსპერტების შეხვედრა, იყვნენ ადგილზეც, შეისწავლეს გარემოება, მოხდა რუკების შედარებაც. კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა შედგა ბაქოში და არის მზაობა, რომ შემდეგ უკვე ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგები საქართველოში გვეწვიონ და სწორედ აქ გაგრძელდება შემდგომი დისკუსია დელიმიტაციის ფარგლებში“ ,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.