მთავრობას აქვს რესურსი შეჯერებული პოზიციით წარსდგეს საზოგადოების წინაშე - ლევან დავითაშვილი
მთავრობას აქვს რესურსი შეჯერებული პოზიციით წარსდგეს საზოგადოების წინაშე - ლევან დავითაშვილი

A+ A-

13:08 10/10/2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა აგრარულს კომიტეტს ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიას წარუდგენს. აღნიშნული განცხადება მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გააკეთა.

“მთავრობა არის ერთიანი გუნდი და ჩვენ გვაქვს გუნდში იმის საშუალება, რომ შევაჯეროთ პოზიციები, განვსაზღვროთ პრიორტეტები და შეჯერებული პოზიციით წარვსდგეთ საზოგადოების წინაშე და პარლამენტის წინაშე. ბევრი ვიმუშავეთ ფინანსთა სამინისტროსთან. ჩვენი მოთხოვნები ბევრად უფრო მეტი იყო და ეს აგრარული კომიტეტისთვის ცნობილია, ვიდრე დღევანდელი ვერსიით ბიუჯეტის პროქტში გათვალისწინებული დაფინანსება. აგრარულ კომიტეტთან გვაქვს ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია და თანამშრიომნლობა. ჩვენ ფინანსთა სამინსიტროსთან ერთად გავაძლიერებთ მუშაობას იმ მიმართულებით, რომ გარკვეული პრიორიტეტების შიდა გადანაწილება მოხდეს, რათა განახლებული ვერსია წარვუდგინოთ აგრარულ კომიტეტს. იმედი მაქვს, აგრარული კომიტეტის მხარდაჭერა გვექნება“,-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს აგრარულმა კომიტეტმა მთავრობის მიერ შეთავაზებული ბიუჯეტის პროექტი დაიწუნა.