თუ ჩვენ გავაჩენთ იაფ საინვესტიციო კაპიტალს, ეს შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს - ზოიძე
თუ ჩვენ გავაჩენთ იაფ საინვესტიციო კაპიტალს, ეს შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს - ზოიძე

A+ A-

12:36 10/10/2019

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე აკაკი ზოიძემ საპენსიო სააგენტოს მუშაობა დადებითად შეაფასა. ისაუბრა საინვესტიციო საბჭოზე და აღნიშნა, რომ საბჭო საერთაშორისო რანგის ფინანსისტებით, იურისტებით, მენეჯერებით და დარგის სპეციალისტებით არის დაკომპლექტებული. კომიტეტის თავმდჯომარემ განაცხადა, რომ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრებს აქვთ მოსაზრებები საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ.

,,მათ ჰქონდათ კონკრეტული წინადადებები გარკვეულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც გაუადვილებდათ მათ საინვესტიციო პოლიტიკის წარმოებას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის იმ შედეგების მისაღწევად, რაც დაგეგმილი გვაქვს. მათ შორის არის სამუშაო ადგილების შექმნა. თუ ჩვენ გავაჩენთ იაფ საინვესტიციო კაპიტალს, ეს რა თქმა უნდა, დამატებით შექმნის სამუშაო ადგილებს.“ - განაცხადა აკაკი ზოიძემ.