რატომ არ არის პრემიერის პროგრამაში სიღარიბის დაძლევის გეგმა?! -მინისტრის განმარტება
რატომ არ არის პრემიერის პროგრამაში სიღარიბის დაძლევის გეგმა?! -მინისტრის განმარტება

A+ A-

12:12 10/10/2019

“2020NEWS” -ის კითხვაზე, ქვეყანაში არსებული 20.1%-იანი სიღარიბის ფონზე, პრემიერ-მინისტრის სამთავრობო პროგრამაში რატომ არ არის წარმოდგენილი სიღარიბის დაძლევის გეგმა? - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცახდებს, რომ აღნიშნულ ინფორმაციას ვერ დაეთანხმება.

მისი თქმით, მთავრობა ცდილობს, ქვეყანაში სიღარიბის დონე შემცირდეს.

„ჩვენი ბიუჯეტი არის მოქალაქეების მინიმალური სოციალური საჭიროების უზრუნველყოფაზე ორიენტირებული ბიუჯეტი. ეს არის ბიუჯეტი, რომელშიც დაბალანსებულადაა წარმოდგენილი მიდგომები, პრიორიტეტები, როგორც სოციალური უზრნულყოფის, ისე სოციალური დაცვის კუთხით. იგივე პენსიების ზრდა არის გათვალისწინებული 2020 წლის ბიუჯეტში, ასევე, განვითარების პროგრამები და განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებები რამდენიმე სამინისტროს ბიუჯეტში არის შენარჩუნებული, ზოგ შემთხვევაში, არის გაზრდილი კიდეც. ვფიქრობ, ეს არის ერთადერთი დაბალანსებული მიდგომა, რომლითაც ჩვენმა ხელისუფლებამ შეიძლება იაროს იმისთვის, რომ ერთის მხრივ ვუზრუნველყოთ ეკონომიკური ზრდა. ეკონომიკური ზრდა არის ზუსტად წყარო იმისა, რომ ჩვენ შევამციროთ სიღარიბე, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა გაიზარდოს, მაგრამ ეს არის უფრო საშუალო და გრძელვადიანი. ჩვენ არ ვამბობთ უარს სოციალური გარანტიების შეთავაზებაზე. პირიქით სოციალური გარანტიები არის გათვალისწინებული ბიუჯეტში. სამწუხაროდ, ვერ დაგეთანხმებით, რომ სიღარიბის დაძლევაზე არაფერია გათვალისწინებული ბიუჯეტში და ჩვენს პრიორტეტებში. პირიქით, ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ არის ზომიერი პიოლიტიკის ძალა, რომელიც ერთის მხრივ, მაღალ პრიორიტეტს ანიჭებს მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის საკითხებს, მათ შორის, ჯანდაცვის უზრუნველყოფის საკითხებს და ასევე, არის ორიენტირებული ეკონომიკურ განვითარებაზე. დავინახეთ, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი საქართველოს რეგიონულ კონტექსტთან მიმართებაში არის საკმაოდ მაღალი“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე