პროკურატურა გიორგი გაბუნიას გამოკითხვაზე იბარებს
პროკურატურა გიორგი გაბუნიას გამოკითხვაზე იბარებს

A+ A-

10:15 10/10/2019

"მთავარი არხის" გადაცემა "პოსტ ფაქტუმის" წამყვანს გიორგი გაბუნიას, "რუსთავი2"-ის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პროკურატურა გამოკითხვაზე იბარებს.

გაბუნია საგამოძიებო უწყებაში, 16:00 საათისთვის უნდა გამოცხადდეს. "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებულია გიორგი გაბუნია," - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.