ლადო კახაძე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს
ლადო კახაძე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს

A+ A-

17:44 09/10/2019

პარლამენტის დეპუტატმა, ლადო კახაძემ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტი დაიკავა.

გადაწყვეტილებას კომიტეტმა მხარი ერთხმად, ცოტა ხნის წინ, დაუჭირა. აღნიშნულ თანამდებობას ლევან კობერიძე იკავებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მან უმრავლესობა დატოვა, პოსტი ვაკანტური გახდა.