მთავრობა სალომე ზურაბიშვილს ჭკუას ასწავლის - ლევან ალაფიშვილი
მთავრობა სალომე ზურაბიშვილს ჭკუას ასწავლის - ლევან ალაფიშვილი

A+ A-

16:10 09/10/2019

იურიტი ლევან ალაფიშვილი “2020NEWS” -თან გამოეხმაურა ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ანტიკვარული ნივთების შეძენისთვის მილიონ ნახევარი დახარჯა, რომელიც საიდუმლო შესყიდვების გრიფით ბიუჯეტიდან გამოიყო:

“არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის, მკვლელების თუ ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულებების შემწყნარებელი სამარცხვინო ე.წ. პრეზიდენტი “ქართულმა ოცნებამ“ გამოძერწა, რომლის ატანა მინიმუმ 2020 წლამდე მოგვიწევს. ეს უკანასკნელი ინფორმაცია ასე ადვილად მოსაპოვებელი არ იყო, რაც მაფიქრებინებს, რომ „ქართული ოცნება“ უპირებს რაღაცას სალომე ზურაბიშვილს. სახელმწიფო საიდუმლო გრიფის შესახებ ინფორმაციაზე ხელი, ბუნებრივია, ჩვენ არ მიგვიწვდება. ვის მიუწვდება?! ფინანსთა სამნისტროსა თუ სხვა სამთავრობო დაწესებულებას. ეს ინფორმაცია თუ მოხვდა საჯარო სივრცეში, საიდან გამოჟონავდა?! ბუნებრივია, მთავრობიდან. სალომე ზურაბიშვილს მთავრობა ასწავლის ჭკუას ამ საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნებით. ის მთავრობა, რომელმაც დაიმსახურა სალომე ზურაბიშვილი“, - განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.