შალვა თადუმაძის ყველა გადაწყვეტილება კითხვის ნიშნის ქვეშაა - ლევან ალაფიშვილი
შალვა თადუმაძის ყველა გადაწყვეტილება კითხვის ნიშნის ქვეშაა - ლევან ალაფიშვილი

A+ A-

15:51 09/10/2019

იურისტი ლევან ალაფიშვილი “2020NEWS“ -თან აცხადებს, რომ საქართველოს გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშ არის.

“ის, რომ ადამიანმა საკუთარი უნარებით შეიძინა ესა თუ ის ცოდნა, არ არის საკმარისი დაიკავო მაღალი თანამდებობა. თუკი ამ ყველაფერს დავუმატებთ იმ გარემოებას, რომ შესაძლოა, გენერალურ პროკურორს თანამდებობაზე ყოფნის დროს მიღებული ჰქონდეს სხვადასხვა გადაწყვეტილება პირის ბრალდებულად ცნობის, საიდუმლო მოსმენისა თუ სხვა საგამოძიებო მოქომედების ჩატარების შესახებ, პრობლემა უფრო სიღრმისეული ხდება. ყველა მისი გადაწყვეტილება კითხვის ნიშნის ქვეშაა. ხვალ, შესაძლოა, ყველა ამ საქმეზე ადვოკატებმა და ბრალდებულებმა არა მარტო საქართველოში დაიწყონ პროცედურები, არამედ ქვეყნის გარეთ სტრასბურგის სასამართლოშიც“,- განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის დიპლომში ხარვეზებია, რაც დიპლომის გაყალბების ნიშნებს აჩენს.