საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო

საქართველოში საბოლოოდ დამყარდა უვიცების დიქტატურა - სააკაშვილი
საქართველოში საბოლოოდ დამყარდა უვიცების დიქტატურა - სააკაშვილი

A+ A-

15:39 09/10/2019

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძის მოსმენას ეხმაურება და წერს, რომ საქართველოში უვიცების დიქტატურა დამყარდა. 

“საქართველოში საბოლოოდ დამყარდა უვიცების დიქტატურა, არაუშავს, ყველაზე დიდი სიბნელე გარიჟრაჟის წინაა ხოლმე ... საქართველოში უნდა გათენდეს“, - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატს შალვა თადუმაძეს უსმენენ.