მირეკავენ და მეუბნებიან, თადუმაძის კურსელები ვართ და დამპატიჟე სახინკლეშიო - რომან გოცირიძე
მირეკავენ და მეუბნებიან, თადუმაძის კურსელები ვართ და დამპატიჟე სახინკლეშიო - რომან გოცირიძე

A+ A-

14:29 09/10/2019

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ “2020NEWS“ ექსკლუზიურად განუცხადა, რომ მას უამრავი ადამიანი ურეკავს და ეუბნება, რომ თადუმაძის კურსელია.

“უამრავი ადამიანი მირეკავს და თადუმაძის კურსელი ვარო მეუბნებიან. წამოდი სახინკლეში დამპატიჯეო. მეტსაც გეტყვით, ზოგი გაყალბებულ დიპლომსაც მიგზავნის და სახელს და გვარსაც წერს“, - განუცხადა რომან გოცირიძემ “2020NEWS“.

შეგახსენებთ, დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატთან, მოქმედ გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძეს უსმენენ.