თინა ბოკუჩავა ითხოვს, იურიდიულ კომიტეტზე, სადაც შალვა თადუმაძეს უსმენენ, მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუშვან (ვიდეო)
თინა ბოკუჩავა ითხოვს, იურიდიულ კომიტეტზე, სადაც შალვა თადუმაძეს უსმენენ, მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუშვან (ვიდეო)

A+ A-

10:50 09/10/2019

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა ითხოვს, რომ იურიდიულ კომიტეტზე, სადაც უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატს შალვა თადუმაძეს უსმენენ, მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუშვან.

“შემოუშვით მალხაზ მაჩალიკაშვილი. პარლამენტი არის ჩვენი საზოგადოებოს და არა ბიძინა ივანიშვილის ზოოპარკი“,- განაცხადა კომიტეტის სხდომაზე თინა ბოკუჩავამ.

კომიტეტის თავმჯდომარემ ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ არავის მიუმართავს კომიტეტისთვის, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს სხდომაზე დასწრება სურდა. “თუ ვინმეს სურს შემოსვლა, მობრძანდეს, დაესწროს სხდომას და დააკვირდეს პროცესს“,- აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მოსამართლეობის კანდიდატ, მოქმედ პროკურორს შალვა თადუმაძეს უსმენენ.