ძალიან მძიმეა ის გადაწყვეტილებები, რომლებიც შეწყალებებთან დაკავშირებით იქნა მიღებული - კალაძე
ძალიან მძიმეა ის გადაწყვეტილებები, რომლებიც შეწყალებებთან დაკავშირებით იქნა მიღებული - კალაძე

A+ A-

21:12 08/10/2019

ძალიან მძიმეა ის გადაწყვეტილებები, რომლებიც შეწყალებებთან დაკავშირებით იქნა მიღებული - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ "ტვ პირველის" ეთერსი გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა, პრეზიდენტის სკანდალურ შეწყალებებზე კომენტირებისას.

როგორც მან განაცხადა, შეწყალება უნდა იყოს ისეთი აქტი. რომელიც საზოგადოებას მოეწონება და კეთილ საქმეს გააკეთებს.

“ძალიან მძიმეა ის გადაწყვეტილებები, რომლებიც შეწყალებებთან დაკავშირებით იქნა მიღებული. ყველამ იცით ჩემი ოჯახის ტრაგედია, ამიტომ ჩემთვის ორმაგი დატვირთვა აქვს ამას. ეს უნდა იყოს ისეთი აქტი, რომელიც საზოგადოებისთვისაც მისაღები იქნება და კეთილ საქმეს გააკეთებ” - განაცხადა კალაძემ.