ბრედთან განქორწინების შემდეგ, დავპატარავდი და შეუმჩნეველი გავხდი - ანჯელინა ჯოლი
ბრედთან განქორწინების შემდეგ, დავპატარავდი და შეუმჩნეველი გავხდი - ანჯელინა ჯოლი

A+ A-

12:03 08/10/2019

ყველაზე ლამაზი ვარსკვლავური წყვილის განქორწინებამ მსოფლიო აალაპარაკა. ახლა კი არანაკლებ სკანდალურ განცხადება გააკეთა ანჯელინა ჯოლიმ “მადამ ფიგაროში” მიცემულ ინტერვიუში.

ჰოლივუდის ვარსკვლავმა ინტერვიუში განქორწინების შემდეგ განცდილ გრძნობებზე ღიად ისაუბრა “ბედისწერის შესახებ არაფერი ვიცი, მაგრამ ახლა გარდამავალ ეტაპზე ვარ, საკუთარ თავს ვუბრუნდები.

აქამდე დაკარგული ვიყავი. მაშინ დავიკარგე, როცა ბრედთან ურთიერთობას ვამთავრებდი. შემდეგ განვქორწინდით. ეს რთული იყო. ჩემ თავს ვეღარ ვცნობდი, დავპატარავდი, უმნიშვნელო და შეუმჩნეველი გავხდი.

ძალიან დამწუხრებული ვიყავი, მტკიოდა. თავის მხრივ, საინტერესო იყო თავმდაბლობისა და უმნიშვნელობის შეგრძნება. ეს არის გამოცდა იყო, რომელიც ჩემს შვილებთან ჩავაბარე: განახლების იდეა, ყველაფრის მიუხედავად სიხარულის შეგრძნება. მე სიხარულის დაბრუნება და თავიდან აღმოჩენა მომიწია“, - განაცხადა ანჯელინა ჯოლიმ.

შეგახსენებთ, მსოფლიოში აღიარებული ლამაზი წყვილი ერთად 2005 წლიდან ცხოვრობდნენ, 2012 წელს კი ოფიციალურად იქორწინეს. ანჯელინა ჯოლსა და ბრედ პიტს 6 შვილი ჰყავთ.

თუმცა, ჰოლივუდური წყვილის თანაცხოვრობა დიდხანს არ გაგრძელებულა და 2016 წელს ანჯელინა და ბრედი განქორწინდნენ.