ქუთაისთან პოლიციის ეკიპაჟი ავარიაში მოჰყვა
ქუთაისთან პოლიციის ეკიპაჟი ავარიაში მოჰყვა

A+ A-

00:22 08/10/2019

ქუთაისთან ახლოს, მუხნარის ტყეში პოლიციის ეკიპაჟის მანქანა ავარიაში მოჰყვა.

ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების წესები დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სხეულის მსუბუქი დაზიანება.