ოქრუაშვილი ივანიშვილს საკანში საწოლის შეცვლას სთხოვს
ოქრუაშვილი ივანიშვილს საკანში საწოლის შეცვლას სთხოვს

A+ A-

18:34 07/10/2019

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ციხიდან წერილს აგზავნის.

როგორც ოქრუაშვილი შუამავლის დახმარებით სოციალურ ქსელში წერს, მას საპატიმროში საწოლის ზომის შეცვლა სურს.

“საოცრად წინდახედული ადამიანი ყოფილა ბიძინა ივანიშვილი. ორი თვის წინ ციხის ადმინისტრაციას ვთხოვე საწოლის გადიდება (ერთი ფიცრის დამატება უნდა მხოლოდ ). სიმაღლეში 191 სმ ვარ, ხოლო საწოლი 157 სმ -ია. უარი მითხრეს – ეს ზომა ციხის სტანდარტია და გამონაკლისს ვერ დავუშვებთო. წინდახედულობაა, აბა რა! წინასწარ ციხის საწოლის ზომის სტანდარტი საკუთარი ზომის მიხედვით დააწესო. ხომ ხედავთ გახარიაზე სულ არ ფიქრობს ეს კაცი” – წერს ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს. მისი დაკავება 20 ივნისის მოვლენებს უკავშირდება.