საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში 2014 – 2017 წლებში 12 მილიონ ლარზე მეტი პრემია გაიცა
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში 2014 – 2017 წლებში 12 მილიონ ლარზე მეტი პრემია გაიცა

A+ A-

16:30 07/10/2019

2014 – 2017 წლები სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ დაასრულა ზარალით, რაც ჯამში 76 708 726 ლარს შეადგენს. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში. 2014 – 2017 წლებში კომპანიის ხელმძღვანელი სულხან ზუმბურიძე იყო.

ამასთან, აუდიტის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ აღნიშნულ სამწლიან პერიოდში კომპანიაში 12 მილიონ ლარზე მეტი პრემია გაიცა, რაც აუდიტის შეფასებით, პრემირების წესის მოთხოვნების შეუსაბამოდ მოხდა. „რამდენადაც კომპანიის წმინდა ფინანსური შედეგები ოთხივე წლის შემთხვევაში უარყოფითია, კომპანიას აღნიშნული პრემიების გაცემის უფლება არ ჰქონდა“, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში.

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ აქციათა 100%-ს სს „საპარტნიორო ფონდი“ ფლობს. ელექტროსისტემა ქვეყნის მასშტაბით ექსპლოატაციას უწევს 3350 კილომეტრი სიგრძის ელექტროგადამცემ ხაზებსა და 90 ქვესადგურს.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ელექტროსისტემის დავალიანება სახელმწიფოს მიმართ ნახევარ მილიარდ ლარს აჭარბებდა.