საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო

ნათია ლაზაშვილის მეუღლე გიორგი ფრუიძე კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ტოვებს
ნათია ლაზაშვილის მეუღლე გიორგი ფრუიძე კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ტოვებს

A+ A-

16:15 07/10/2019

გიორგი ფრუიძე კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ტოვებს. მან კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე პარლამენტს განცხადებით მიმართა.

საკითხს ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა.

„თუ არ ვცდები ეს ის საკითხია, რაზეც მედია სვამდა კითხვებს ბოლო პერიოდში. მივესალმები, რომ ფრუიძის ეს გადაწყვეტილება მიღებულია მაღალი სტანდარტის გათვალისწინებით, რაც გულისხმობს ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გიორგი ფრუიძე „რუსთავი 2“-ის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანის, ნათია ლაზაშვილის მეუღლეა.

მაუწყებლობის შესახებ კანონის მიხედვით, კომისიის წევრს ინტერესთა კონფლიქტი აქვს, თუ მისი ოჯახის წევრი ანაზღაურებად საქმიანობას ასრულებს იმ პირისთვის, რომელიც კომუნიკაციების კომისიის რეგულირების სფეროში შედის. 

ფრუიძეს ინტერესთა კონფლიქტი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ნათია ლაზაშვილი ცხრასაათიანი „კურიერის“ წამყვანი გახდა.