ჩემთვის საამაყოა, როგორ აცილებენ ღისეულად პენსიონერ მასწავლებლებს - მამუკა ბახტაძე
ჩემთვის საამაყოა, როგორ აცილებენ ღისეულად პენსიონერ მასწავლებლებს - მამუკა ბახტაძე

A+ A-

15:48 06/10/2019

 საქართველოს ექს-პრემიერი მინისტრი მამუკა ბახტაძე, სოციალურ ქსელში პენსიონერი მასწავლებლების გაცილებას ეხმაურება.

“ჩემთვის ძალიან საამაყო და ამავდროულად, ემოციურია იმის დანახვა, თუ როგორ ღირსეულად აცილებენ პენსიონერ მასწავლებლებს. მინდა, მათ ვუსურვო ყოველივე საუკეთესო, ეს ადამიანები ნამდვილი გმირები არიან, რომელთაც ყოველგვარი ხელშეწყობის გარეშე შეძლეს და თაობები აღუზარდეს საქართველოს“, - დაწერა ექს-პრემიერმა.

შეგახსენებთ, განათლების მინისტრმა, 4 ოქტომბერს, განათლების სამინისტრომ პრაქტიკოსი პენსიონერი მასწავლებლებისთვის სახელმწიფო ჯილდოს გაცემის პროცესი დაიწყო. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სახელმწიფო ჯილდოს მფლობელ პენსიაზე გასულ თბილისის, რუსთავისა და მცხეთის პრაქტიკოს პედაგოგებს სამინისტროში უმასპინძლა, მრავალწლიანი პედაგოგიური საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

პირველ ეტაპზე სახელმწიფოსგან ჯილდოს აღების სურვილი ექვსი ათასზე მეტმა პედაგოგმა გამოხატა. ჯილდოს სახით მათ ორი წლის ჯამური ხელფასი უკვე მიიღეს. ჯილდოს აღების სურვილის გამოხატვის შესაძლებლობა საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგებს წლის ბოლომდე კიდევ ექნებათ. რეფორმის ფარგლებში ის მასწავლებლები, რომლებმაც სტატუსი აიმაღლეს, გაზრდილ ხელფასს ოქტომბერში აიღებენ.