გლეხის შრომას ფასი არ აქვს - დავით ბაქრაძე
გლეხის შრომას ფასი არ აქვს - დავით ბაქრაძე

A+ A-

12:26 06/10/2019

"ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს. ბაქრაძე გურჯაანის რაიონის სოფელ ჩალაუბანში ჩავიდა.

დავით ბაქრაძის განცხადებით, გლეხის შრომას ფასი არ აქვს და ეს ყურძნის ფასიდანაც ჩანს.

"არც გლეხის შრომას აქვს ფასი და არც ამ მთავრობის მხრიდან რამე დაპირებას. როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ეკონომიკური მდგომარეობა, გლეხი კაცისთვის, ქართველი ადამიანისთვის რთველი მაინც რჩება იმედის, მომავლის, ბარაქის, რწმენის ერთ-ერთ ტრადიციულ, ქართულ სიმბოლოდ, "- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მთავარი პრობლემა, რომელზეც მოსახლეობა საუბრობს, ყურძნის ფასი და ბანკიდან გამოტანილი სესხებია.

"ყურძენს ვყიდი 75 თეთრში. ფაქტობრივად, არაფერია, კაპიკებია. იმხელა ფული გვიჯდება ჩვენ ამის მოყვანა, რომ არაფერი არ გამოდის. უბრალოდ ვწვალობთ და რაღაც კაპიკები თუ გვრჩება," - აცხადებს მევენახე დავით ყოყოჩაშვილი.