გრიპის ვირუსთან დაკავშირებით ექიმები მოსახლეობას აფრთხილებენ
გრიპის ვირუსთან დაკავშირებით ექიმები მოსახლეობას აფრთხილებენ

A+ A-

12:24 06/10/2019

გრიპის სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს. რეკომენდაციები უცვლელია - აცრები, პრევენციული ღონისძიებები და დროული რეაგირება.

ოქტომბრის ბოლოს ჯანდაცვის სამინისტრო ახალ ვაქცინებს შემოიტანს, პიკური სეზონი კი ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით იქნება.

ვაქცინაციის ფასები 3-დან 40 ლარამდე მერყეობს.  რისკის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის კი, 100 000 ვაქცინას სახელმწიფო უფასოდ გამოყოფს.