"ქართული ოცნების" დეპუტატმა თანაშემწის გაუპატიურება სცადა
"ქართული ოცნების" დეპუტატმა თანაშემწის გაუპატიურება სცადა

A+ A-

21:37 04/10/2019

თამთა თოდაძე "ქართული ოცნების" დეპუტატს, ისნის მაჟორიტარს ილია ჯიშკარიანს გაუპატიურების მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, - ინფორმაციას "მთავარი" ექსკლუზიურად ავრცელებს.

ჯიშკარიანის თანაშემწეს ძალადობის კვალი მომხდარიდან ერთი კვირის თავზეც ეტყობა და მას სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაც ადასტურებს.

თოდაძე ამბობს, რომ მას შემდეგ რაც მან ნასვამ უფროსს სექსუალურ ურთიერთობაზე უარი განუცხადა, ჯიშკარიანი გაბრაზდა და კაბინეტში ყველაფერი დალეწა.

არსებული ინფორმაციით, დეპუტატის შვილი სუს-ში მუშაობს, ამიტომ დაზარალებულს ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვს.

მომხდარზე გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს. ისნის მაჟორიტარის ბიუროში ჩხრეკა ჩატარდა, ამოიღეს დაზიანებული ნივთები, თუმცა ჯიშკარიანი ამ დრომდე არ დაუკითხავთ.