ვენაში “სელფის“ მუზეუმი გაიხსნა
ვენაში “სელფის“ მუზეუმი გაიხსნა

A+ A-

18:14 04/10/2019

ვენაში სელფის მუზეუმი გაიხსნა. მუზეუმში არის რამდენიმე ინტერაქციული სივრცე, რომელიც ახალგაზრდებს საკუთარი ნამუშევრების შექმნის საშუალებას მისცემს. საგამოფენო დარბაზების კედლები სხვადასხვა ფერად არის შეღებილი.

ოთახებში გიგანტური ობიექტები დგას, რაც როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, საუკეთესო ფონია „სელფის“ გადასაღებად.

მუზეუმში სულ 24 ოთახია, რომელშიც დამთვალიერებელს სხვადსხვა ფერის ბურთები და ყვავილებით მორთული კედლები დახვდება. ასევე არის ოთახი, რომელშიც ბუტაფორიული საკვებია განთავსებული.

როგორც პროექტის ავტორები აცხადებენ, ახალგაზრდები მუზეუმებს ხშირად აღარ სტუმრობენ. პრობლემის აღმოფხვრას ვენის მუზეუმი სოციალური მედიის დახმარებით ცდილობს. სელფი მუზეუმის მფლობელებს იმედი აქვთ, რომ მათ დღეში 300-500 ახალგაზრდა დამთვალიერებელი ეყოლებათ