ონკოლოგიური საავადმყოფოს პერსონალი გაიფიცა
ონკოლოგიური საავადმყოფოს პერსონალი გაიფიცა

A+ A-

13:29 04/10/2019

ონკოლოგიური საავადმყოფოს პერსონალი გაიფიცა. მედიკოსები გაუსაძლის პირობებზე საუბრობენ და აქციას მართავენ. "ტექნიკური განახლება და ახალი აპარატურა გვჭირდება, რემონტი გვჭირდება, კომფორტული პალატები გვჭირდება, მიტოვებულებივით ვგრძნობთ თავს სახელმწიფოსგან,"- აცხადებენ აქციის მონაწილე ონკოლოგიური საავადმყოფოს თანამშრომლები. "ჩვენი თხოვნა არის, რომ ან მიხედონ ამ დაწესებულებას ან დახურონ, არ შეიძლება სახელმწიფოში ასეთი დაწესებულება იყოს, ეს პრობლემები წლების განმავლობაში არსებობს, არაერთხელ მივმართეთ დასახმარებლად შესაბამის ორგანოებს მაგრამ შედეგი არაფერი არ არის,"- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრის დროს აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ექიმმა.

მედიკოსების განცხადებით, მათ მიმართ სახელფასო მხრიდან სახელფასო დავალიანებაც არსებობს. როგორც ექიმები აამბობენ, 7 თვეა რაც კუთვნილი ანაზღაურება არ აუღიათ. იმ შემთხვევაში თუ ჯანდაცვის სამინისტრო მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს ექიმები სამართლებრივი ბრძოლის დაწყებას გეგმავენ.