უკრაინაში მოკლული ქართველი კრიმინალური ავტორიტეტის საქართველოში გადმოსვენების თარიღი უცნობია
უკრაინაში მოკლული ქართველი კრიმინალური ავტორიტეტის საქართველოში გადმოსვენების თარიღი უცნობია

A+ A-

15:28 03/10/2019

უკრაინაში სპეცოპერაციის დროს მოკლული ქართველი კრიმინალური ავტორიტეტის საქართველოში გადმოსვენების თარიღი უცნობია. როდის გადმოასვენებენ უკრაინაში სპეცოპერაციის დროს მოკლულ ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტს, უცნობია.

შოთა ჭიჭიაშვილის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია მის სოფელშიც გავრცელდა. მომხდარის დეტალებზე ახლობლებსა და მეზობლებს საუბარი უჭირთ. მათთვის უცნობია ჭიჭიაშვილის უკრაინაში ყოფნის მიზეზიც.

ადამიანთა გატაცებისა და შეიარაღებული დაჯგუფების შექმნის გამო შოთა ჭიჭიაშვილს 22 წელი ჰქონდა მისჯილი. ის 2013 წელს ამნისტიით გათავისუფლდა.

უკრაინელმა სამართალდამცველებმა შოთა ჭიჭიაშვილი გუშინ, ოდესაში ჩატარებული სპეცოპერაციისას, მოკლეს. შემთხვევის დროს დაიჭრა ორი სპეცრაზმელი.