ბორჯღალოსნები ფიჯისთან 10-45 დამარცხდნენ
ბორჯღალოსნები ფიჯისთან 10-45 დამარცხდნენ

A+ A-

11:50 03/10/2019

იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრებმა ფიჯის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და დიდი ანგარიშით დამარცხდნენ.

კუნძულელებმა მე-20 წუთზე ლელო დადეს, რომელიც ზუსტად გარდასახეს და 7:0 დაწინაურდნენ, 35-ე წუთზე სოსო მათიაშვილმა ჯარიმით სხვაობა შეამცირა. პირველ ტაიმში ქართველებმა 3:7 წააგეს.

მეორე ნახევარში ფიჯელებმა 6 ლელო დადეს. ქართველებმა კი მხოლოდ 7 წულის დაგროვება შეძლეს, 55-ე წუთზე მამუკა გორგოძეს ლელო სოსო მათიაშვილმა ზუსტად გარდასახა. საბოლოოდ ბორჯღალოსნები 10:45 დამარცხდნენ.

ფიჯისთან საქართველოს ნაკრებს ასეთი სხვაობით აქამდე არასდროს წაუგია.

ბორჯღალოსნები მორიგ შეხვედრას, ავსტრალიის ნაკრებთან 11 ოქტომბერს გამართავენ. მატჩი თბილისის დროით 14:15 საათზე დაიწყება.