სკანდალი - ჭიათურის პოლიციის უფროსმა და მისმა ორმა მოადგილემ მაღაროს მუშა სასტიკად სცემეს
სკანდალი - ჭიათურის პოლიციის უფროსმა და მისმა ორმა მოადგილემ მაღაროს მუშა სასტიკად სცემეს

A+ A-

13:01 02/10/2019

პოლიციის უფროსმა ფილიმონ აბრამიშვილმა და მისმა ორმა მოადგილემ მაღაროს მუშა სასტიკად სცემეს.
ნაცემი ზაზა ჩინჩალაძე, ძალის გამოყენებით პოლიციაში გადაიყვანეს.

როგორც "2020NEWS“-ს ჭიათურიდან აცნობეს, ინციდენტი დაახლოებით ერთი საათის წინ, კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის“ ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე მოხდა.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციის უფროსი ფილიმონ აბრამიშვილი, ორ მოადგილესთან ერთად, რომელთაგან ერთ-ერთი ლევან ჯაფარიძეა, საწარმოში მივიდა და რამდენიმე დღის წინ დაკარგული "ძრავის“ მოძებნას ითხოვდა. იგი მუშებს აიძულებდა, ეს დეტალი მისთვის სასწრაფოდ ეჩვენებინათ.

"მოვიდა პოლიციის უფროსი და მისი მოადგილე, უშვერი სიტყვებით გვლანძღავდნენ და გვაგინებდნენ. ზაზა ჩინჩალაძეს ეჯიკავებოდნენ, ბიჭი გულით ავადმყოფია. შეაგინეს, მერე იმანაც შეაგინა და უმოწყალოდ სცემეს. მერე მანქანაში ჩატენეს და წაიყვანეს განყოფილებაში. ჩვენ ვერ მივეკარეთ, ისეთი ამბავი იყო აქ“, - ამბობს "2020NEWS“-თან "ჯორჯიან მანგანეზის“ ერთ-ერთი თანამშრომელი და თვითმხილველი.

"2020NEWS“ პოლიციის უფროსის ერთ-ერთ მოადგილეს, ლევან ჯაფარიძეს დაუკავშირდა, რომელიც აცხადებს, რომ მოქალაქე ზაზა ჩინჩალაძე დაკავებულია პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით.
"არანაირ შეხლა-შემოხლას ადგილი არ ჰქონია, ცრუ ინფორმაცია მოგაწოდეს, წინააღმდეგობის გაწევის გამო არის დაკავებული“, - აცხადებს ლევან ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, მაღაროს მუშა ჭიათურის პოლიციის უფროსმა ფილიმონ აბრამიშვილმა, საკუთარ მოადგილეებთან ერთად, სასტიკად სცემა. ბადრი ჯარიძემ მაღაროს მუშები სასტიკად სცემეს. ერთ-ერთი მათგანი ზაზა ჩინჩალაძე ძალის გამოყენებით პოლიციაში გადაიყვანეს.

როგორც “2020NEWS" ადგილიდან აცნობეს აღნიშნული ფაქტი საწარმოდან საწარმოო დეტალის დაკარგვას უკავშირდება. “2020NEWS” ინფორმაციით ნაცემი ზაზა ჩინჩალაძე “ჯორჯიან მარგანეზის“ თანამშრომელია, ის კომპანიაში ენერგეტიკოსად მუშაობს . როგორც სააგენტოსთან საუბარში თვითმხილველები აცხადებენ შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა და დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო რაც ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლები საწარმოში საწარმოში მივიდნენ.