დიდი სირცხვილი ლონდონში - ბაიერნმა ტოტენჰემს 7:2 მოუგო
დიდი სირცხვილი ლონდონში - ბაიერნმა ტოტენჰემს 7:2 მოუგო

A+ A-

01:02 02/10/2019

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მატჩში, მაურისიო პოჩეტინოს ტოტენჰემ ჰოთსპური მიუნხენის ბაიერნთან ახალ სტადიონზე - 2:7 განადგურდა და ორი ტურის შემდეგ ლონდონელების ჯგუფში 1 ქულით მესამე ადგილს იკავებენ.

1:0 - სონი (12)

შეხვედრაში ანგარი სპურსის სამხრეთ კორეელმა ლეგიონერმა - სონმა გახსნა, რომელიც ბაიერნს და გერმანულ ფეხბურთს ბუნდესლიგიდან ძალიან კარგად იცნობს.

დიდი სირცხვილი ლონდონში! ბაიერნმა ტოტენჰემს 7 ბურთი გაუტანა

1:1 - კიმიხი (15)

სონის გოლიდან მალევე, ტოტენჰემს საყრდენის პოზიციაზე მოთამაშე ჯოშუა ხიმიკხმა შორეული დარტყმით გაუტანა და ანგარიში გაათანაბრა.

დიდი სირცხვილი ლონდონში! ბაიერნმა ტოტენჰემს 7 ბურთი გაუტანა

1:2 - ლევანდოვსკი (45)

ბაიერნი პირველი ტაიმის მიწურულს კლუბის საუკეთესო ბომბარდირმა - რობერტ ლევანდოვსკიმ დააწინაურა და ზედიზედ მეცხრე მატჩში შეძლო გოლის გატანა.

დიდი სირცხვილი ლონდონში! ბაიერნმა ტოტენჰემს 7 ბურთი გაუტანა

1:3 - გნაბრი (53)

მეორე ტაიმის ტოტენჰემმა სუსტად დაიწყო, რასაც სერჟ გნაბრის დუბლი მოჰყვა, პირველი გოლი გერმანელმა 53 წუთზე გაიტნა, მეორე კი ზუსტად 2 წუთში!

დიდი სირცხვილი ლონდონში! ბაიერნმა ტოტენჰემს 7 ბურთი გაუტანა

1:4 - გნაბრი (55)

გნაბრიმ დღეს ტოტენჰემი მარცხენა ფლანგიდან აიკლო - ყოფილმა არსენალელმა ძველ მეტოქეს დუბლის შემდეგ მესამე გოლიც გაუტანა.

დიდი სირცხვილი ლონდონში! ბაიერნმა ტოტენჰემს 7 ბურთი გაუტანა

2:4 - კეინი (61/პენ)

სხვაობის შემცირება სპურსის ევროთასებზე ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა ჰარი კეინმა შეძლო, რომელმაც დენი როუზის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ზუსტად დაარტყა.

დიდი სირცხვილი ლონდონში! ბაიერნმა ტოტენჰემს 7 ბურთი გაუტანა

2:5 - გნაბრი (83)

საშინლად გამოიყურებოდა დღეს სპურსის მარჯვენა მცველი სერჟი ორიე, რომელიც გნაბრიმ მთელი მატჩის მანძილზე, ყველა ეპიზოდში დაჩაგრა და საბოლოოდ გერმანელმა მეოთხეც გაიტანა.

დიდი სირცხვილი ლონდონში! ბაიერნმა ტოტენჰემს 7 ბურთი გაუტანა

2:6 - ლევანდოვსკი (87)

'ლევამ' და კოუტინიომ 3 შემტევით გაძლიერებული ტოტენჰემი უკანა ზახში არ დაინდეს და ლონდონელებს მეექვსეც გაუტანეს.

დიდი სირცხვილი ლონდონში! ბაიერნმა ტოტენჰემს 7 ბურთი გაუტანა

2:7 - გნაბრი (88)

საბოლოოდ ტოტენჰემის წამება სერჟ გნაბრის პოკერით დასრულდა! ყოფილმა ჩრდილო ლონდონელმა, ყოფილ მეზობლებს ისტორიული საღამო მოუწყო და მის გვარს უაით ჰარტ ლეინზე კიდევ დიდხანს გაიხსენებენ.

დიდი სირცხვილი ლონდონში! ბაიერნმა ტოტენჰემს 7 ბურთი გაუტანა

ტოტენჰემის ქაოტურად დაწყებული სეზონი, ისევე ქაოტურად მიმდინარეობს, როგორი სატრანსფერო ფანჯარაც ჰქონდათ - გუნდში მომხდარი ცვლილებებით უკმაყოფილო მაურისიო პოჩეტინო მართალი აღმოჩნდა - კირან ტრიპი ატლეტიკოში გაყიდეს, ორიეს იმედად, დაცვის მარჯვენა ფლანგზე დღეს რაც მოხდა კი გნაბრის პოკერით ყველამ ნათლად ვნახეთ.

წყარო : "POPSPORT"