“ფორმულას“ დირექტორი პროკურატურაში დაიბარეს
“ფორმულას“ დირექტორი პროკურატურაში დაიბარეს

A+ A-

21:48 01/10/2019

ტელეკომპანია „ფორმულას“ გენერალური დირექტორი, ზურაბ გუმბარიძე პროკურატურაში დაიბარეს. ინფორმაციას ამის შესახებ არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, გიორგი ლაფერაშვილი ფეისბუქზე ავრცელებს. 

 "დილის რვაზე ეთერში გავედით. საღამოს ეს ანონსი შემიძლია შემოგთავაზოთ: ტელეკომპანია „ფორმულას“ გენერალური დირექტორი ზურაბ გუმბარიძე პროკურატურაში დაიბარეს.

გუმბარიძე, რომელიც კომპანია "ინტერმედიას" დამფუძნებელიცაა, გენერალურ პროკურატურაში ადვოკატთან ერთად ოთხშაბათს, 14:00 საათზე მივა.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია "ფორმულამ" მაუწყებლობა დღეს დაიწყო", - წერს გიორგი ლაფერაშვილი. 

ზურაბ გუმბარიძე კომპანია „ინტერმედიას“ დამფუძნებელია, რომლის მიმართაც გენერალურმა პროკურატურამ საქმე 9 აგვისტოს აღძრა.

საქმე ეხება 2017 წელს „რუსთავი 2“ - ის კონტრაქტორი სარეკლამო კომპანიის, „ინტერმედია პლიუსის“ მიერ მიღებული დიდი ოდენობით თანხების ხარჯვის კანონიერებას.