თბილისში ყაჩაღობის მიზნით ქალი ცხელი უთოთი აწამეს
თბილისში ყაჩაღობის მიზნით ქალი ცხელი უთოთი აწამეს

A+ A-

11:17 01/10/2019

თბილისში, ბაქოს ქუჩაზე თავდამსხმელებმა ქალი, სავარაუდოდ, ცხელი უთოთი აწამეს და შემდგომ მას ბლაგვი საგნით სცემეს. ნაწამები ქალის მდგომარეობა მძიმეა. ის ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული.

ექიმების თქმით, მას თავის ტყვინის შერყევა, სხეულისა და გულმკერდის ზედაპირული ტრავმები აღენიშნება. არსებული ინფორმაციით, ამ დრომდე დანაშაულში ბრალდებული პირი დაკავებული არ არის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება ბინაში უკანონო შეღწევის შედეგად ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.