მარტვილის საბავშვო ბაღში მოწამლული ბავშვებიდან ორი კვლავ საავადმყოფოში რჩება
მარტვილის საბავშვო ბაღში მოწამლული ბავშვებიდან ორი კვლავ საავადმყოფოში რჩება

A+ A-

10:13 01/10/2019

ინტოქსიკაცია მარტვილის ბაღში - ამ დრომდე კლინიკაში რჩება 2 მცირეწლოვანი. მარტვილის მე-2 საჯარო ბაგა-ბაღიდან საავადმყოფოში სულ 16 ბავშვი გადაიყვანეს, თუმცა სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგ, 14-მა მათგანმა კლინიკა დატოვა.

ექიმების თქმით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ინტოქსიკაციის სავარაუდო მიზეზი საკვები ან წყალია.

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ნიმუშები უკვე აიღეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, დაკითხვაზე არიან დაბარებული ბაღის თანამშრომლები.