კილომეტრიანი რიგი ლარსზე - მძღოლებს შეფერხებას რუსული მხარე უქმნის
კილომეტრიანი რიგი ლარსზე - მძღოლებს შეფერხებას რუსული მხარე უქმნის

A+ A-

13:59 27/09/2019

ლარსზე კილომეტრიანი რიგი დგას. რუსეთის მხრიდან საზღვარზე მიმოსვლა სატვირთო მანქანების ნაწილისთვის ფაქტობრივად პარალიზებულია. მძღოლები  რამდენიმე კვირაა დგანან და გადაადგილებას ვერ ახერხებენ. მიზეზად რუსული მხარე სასაზღვრო პუნქტზე ტექნიკურ ცვლილებებს ასახელებს. როგორც ირკვევა, მოსკოვმა საზღვრებზე გადასატანი ტვირთის დასაშვები ნორმა შეცვალა.

მძღოლების თქმით, ახლა ვისაც მეტი წონა მიაქვს ან ჯარიმა უნდა გადაიხადოს ან ქრთამი. ისინი დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ. ამბობენ, რომ ვითარება გაუსაძლისია, მათი განცხადებით უკვე რამდენიმე დღეა ელემენტარული პირობების და საკვების გარეშე მანქანაში სძინავთ.