ბიჭო არ ვარ მე შენი, ბიჭოთი მიმართე შენს თანაგუნდელებს - გიგა ბოკერიას და დაჩი ბერაიას დაპირისპირება (ვიდეო)
ბიჭო არ ვარ მე შენი, ბიჭოთი მიმართე შენს თანაგუნდელებს - გიგა ბოკერიას და დაჩი ბერაიას დაპირისპირება (ვიდეო)

A+ A-

11:28 26/09/2019

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატს მირანდა ერემაძეს უსმენენ, „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია და უმრავლესობის დეპუტატი დაჩი ბერაია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

დაჩი ბერაია გიგა ბოკერიას ფრაზამ გააღიზიანა, როცა მან აღნიშნა, რომ უმრავლესობის დეპუტატებს შორისაც მოიძებნებიან გონიერი ადამიანები. კერძოდ, გიგა ბოკერიას მის მიერ დასმულ კითხვაზე მირანდა ერემაძეს პასუხმა არ დააკმაყოფილა და მიმართა, რომ უფრო დეტალურად ესაუბრა.

“პატივი ეცით თუ შეიძლება პარლამენტს. აგვიხსენით მოკლედ, აქ გონიერი ხალხი ზის, მათ შორის არ გაგიკვირდეთ და უმრავლესობაც კი“,- მიმართა გიგა ბოკერიამ მოსამართლეობის კანდიდატს.

ბოკერიას ამ ფრაზამ დაჩი ბერაიას გაღიზიანება გამოიწვია და ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.