თავდაცვის მინისტრის მოადგილედ ჯუანშერ ბურჭულაძე დაინიშნა
თავდაცვის მინისტრის მოადგილედ ჯუანშერ ბურჭულაძე დაინიშნა

A+ A-

12:34 25/09/2019

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მოადგილედ ჯუანშერ ბურჭულაძე დაინიშნა, – ამის შესახებ ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ საიტზე განთავსდა.

სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ჯუანშერ ბურჭულაძე 2015-2016 წლებში მუშაობდა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორად, 2010 წლიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოში ფინანსურ მენეჯერად; 2007 წლიდან 2010 წლის ჩათვლით, სამი წლის განმავლობაში „კორ სტანდარტ ბანკის“ საბურთალოს ფილიალის მმართველად და კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის განყოფილების მმართველად; 2004-2005 წლებში კი, „ქართუ ბანკის“ პლასტიკური ბარათების მომსახურებისა და დამუშავების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი იყო. სხვადასხვა დროს ასევე იყო საქართველოს ეროვნული ბანკის სალიკვიდაციო კომისიის ეკონომისტი, შპს „ლუქსის“ ფინანსური მენეჯერი, 1998 -1999 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის ქვეყნების დეპარტამენტის სტაჟიორი.

თავდაცვის ახალ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილის ლევან იზორიას მსგავსად, ოთხი მოადგილე ჰყავს, მათგან სამი – ჯუანშერ ბურჭულაძე, რატი ბრეგაძე და დავით სუჯაშვილი თანამდებობებზე ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით დაინიშნენ, მინისტრის მოადგილის თანამდებობას ინარჩუნებს ლელა ჩიქოვანი, რომელიც თავდაცვის მინისტრის მოადგილედ 2016 წელს დაინიშნა.