არ ვიცი, ზურაბ ადეიშვილი კარგი ადამიანია თუ ცუდი - თამარ ალანია
არ ვიცი, ზურაბ ადეიშვილი კარგი ადამიანია თუ ცუდი - თამარ ალანია

A+ A-

15:48 23/09/2019

არ ვიცი, ზურაბ ადეიშვილი კარგი ადამიანია თუ ცუდი, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა თამარ ალანიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა .

"არ ვიცი. მე თქვენზეც ვერ ვიტყვი, კარგი ადამიანი ხართ თუ ცუდი. ბრალდებულებზეც არ ვამბობთ, ის კარგი ადამიანია თუ ცუდი. ის არის ან დამნაშავე ან უდანაშაულო", - განაცხადა თამარ ალანიამ და ასე უპასუხა ლევან გოგიჩაიშვილის კითხვას, რომელმაც ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის პერსონის შეფასება სთხოვა.

შეგახსენებთ, დღეს საკანონმდებლო ორგანოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა დაიწყო და პირველ კანდიდატად სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეს თამარ ალანიას უსმენენ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ალანიას მოსმენა 5 საათია მიმდინარეობს.