ემუქრება თუ არა სალომე ზურაბიშვილს იმპიჩმენტი?! – “ოცნების“ დეპუტატი კომენტარს არ აკეთებს
ემუქრება თუ არა სალომე ზურაბიშვილს იმპიჩმენტი?! – “ოცნების“ დეპუტატი კომენტარს არ აკეთებს

A+ A-

15:38 23/09/2019

 “ქართული ოცნების“ დეპუტატი ალექსანდრე ქანთარია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შესაძლო იმპიჩმენტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

როგორც ქანთარიამ “2020NEWS” -თან განაცხადა, გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ.

“ შეიძლება, თითოეულმა დეპუტატმა იმპიჩმენტთან დაკავშირებით საკუთარი აზრი გამოხატა. თავს შევიკავებ აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისგან. პროკურატურამ ეს საქმე აიღო, გამოძიების დასრულების შემდეგ უნდა გამოიკვეთოს ყველაფერი. ნუ გავუსწრებთ წინ პროცესებს“,- განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ.

შეგახსენებთ, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 34 მსჯავრდებული შეიწყალა, რომელთა შორის არის სამი მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირი, ერთი ძებნილი და ორი ნარკორეალიზატორი.