“სამეფო კარის თამაშების“ მორიგი რეკორდი - სერიალი ემის 12 ჯილდოთი დაგვემშვიდობა
“სამეფო კარის თამაშების“ მორიგი რეკორდი - სერიალი ემის 12 ჯილდოთი დაგვემშვიდობა

A+ A-

15:19 23/09/2019

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალის, „სამეფო კარის თამაშების“ შემქმნელები, დევიდ ბენიოფი და დი ბი ვაისი გუშინ შოუს შეუერთდნენ, რათა Emmy 2019-ის დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო დრამატული სერიალის შექმნისთვის ჯილდო მიეღოთ.

სერიალი გასულ ზაფხულს თავისი ბოლო სეზონით Emmy 2019-ის ნომინანტთა შორის მოხვდა, გუშინ 22 სექტემბერს კი საუკეთესო დრამატული სერიალის კატეგორიაში, რა თქმა უნდა, გამარჯვებაც მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ Game of Thrones-მა უკვე ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა გამარჯვება ამ ნომინაციაში და ყველა დროის საუკეთესო სერიალის პოზიცია კიდევ უფრო გაიმყარა. კატეგორიაში ასევე ნომინირებულები იყვნენ: Better Call Saul, Bodyguard, Killing Eve, Ozark, Pose, Succession და This Is Us.

ბოლო სეზონის გამოსვლის შემდეგ 32 ნომინაციით GOT-მა რეკორდი მოხსნა და 12 მათგანში გუშინ გაიმარჯვა კიდეც — მათ შორის საუკეთესო ქასთი დრამატულ სერიალში. შოუმ ახალი რეკორდი მოხსნა — კაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი დრამატულ სერიალში პიტერ დინკლიჯი (ტირიონ ლანისტერი) უკვე მეოთხედ გახდა ამ პრიზის მფლობელი, რაც ემის ისტორიაში რეკორდულია.