“თქვენ რომ გამბედავი ყოფილიყავით, არც გირგვლიანს მოკლავდნენ და არც ვაზაგაშვილს ჩაცხრილავდნენ“
“თქვენ რომ  გამბედავი ყოფილიყავით, არც გირგვლიანს მოკლავდნენ და არც ვაზაგაშვილს ჩაცხრილავდნენ“

A+ A-

15:07 23/09/2019

თქვენ არა ხართ ჩვენი ქვეყნის სასამართლოს მომავალი , თქვენ რომ ყოფილიყავით ცოტა გამბედავი ამ ქვეყანაში არც გირგვლიანს მოკლავდნენ და არც ვაზაგაშვილს ჩაცხრილავდნენ - ასე მიმართა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს თამარ ალანიას.

როგორც გოგიჩაიშვილმა განაცხადა ალანიას უზენაეს სასამართლოში უვადოდ გამწესება იქნება ქვეყნისთვის დამაზიანებელი, რადგან სასამართლოს სისტემაში თამარ ალანია წარმოადგენს წარსულს.

შეგახსენებთ, დღეს საკანონმდებლო ორგანოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა დაიწყო და პირველ კანდიდატად სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეს თამარ ალანიას უსმენენ.