ვინ არის პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ორი ნარკორეალიზატორი
ვინ არის პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ორი ნარკორეალიზატორი

A+ A-

14:53 23/09/2019

საქართველოს პრეზიდენტმა მკვლელობაში მსჯავრდებულებთან ერთად 2 ნარკორეალიზატორიც შეიწყალა.

ერთ-ერთი 25 წლის სანდრო არდაზიშვილია, მეორე კი 34 წლის თეა ბედინაძე.

არდაზიშვილს პატიმრობა 2019 წლის მაისში შეუფარდეს. მან საპყრობილეში მხოლოდ 3 თვე დაჰყო.

1994 წელს დაბადებული მსჯავდებული, რომელიც ახლა უკვე თავისუფალია, გასამართლებულია 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც არის გასაკუთრებით მძიმე კატეგორიის ნარკოდანაშაული და 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს .

როგორც ირკვევა, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნული პირი შეიწყალა და გაათავისუფლა, როგორც საპატიმრო სასჯელის მოხდისგან, ასევე შეუმცირა პირობითი სასჯელი.

სანდრო არდაზიშვილი ამბობს, რომ ქვეყნის პირველი პირის სახელზე განცხადება დედამისმა დაწერა. არდაზიშვილი “მთავარ არხთან” აცხადებს, რომ ოჯახმა განცხადება დაწერა საპატრიარქოს სახელზეც.

“სავარაუდოდ იმიტომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აქამდე ნასამართლევი არ ვყოფილვარ. პირადი შემთხვევა იყო, პირადი მოხმარებისთვის მქონდა. თან სტუდენტი ვარ, თან დასაქმებულიც ვიყავი. ალბათ ჩემი ისტორიიდან გამომდინარე შემიწყალა,”- განაცხადა სანდრო არდაზიშვილმა.

წყარო: ნიუპოსტი