არ მჯერა, რომ ცუდი იყავით და ახლა კარგი გახდებით - ლევან კობერიძე თამარ ალანიას
არ მჯერა, რომ ცუდი იყავით და ახლა კარგი გახდებით - ლევან კობერიძე თამარ ალანიას

A+ A-

14:24 23/09/2019

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე კოლეგებს მოუწოდებს, უზენაესის მოსამართლეობის არც ერთ კანდიდატს არ დაუჭირონ მხარი.

“ეს რეალურად არის სააკაშვილ-ადეიშვილის სასამართლოს გადმობარება და ამ სასამართლოს გამოყენება შემდგომში პროცესების მართვისათვის. ჩემს ყველა კოლეგას მოვუწოდებ, რომ ეს პროცესი დასრულდეს ყველა კანდიდატის ჩაგდებით. ის რამდენიმე მოსამართლეც კი, რომლებიც მე ვიცი, რომ არიან კვალიფიციურები და კეთილსინდისიერები, რეალურად არიან იმ ძალიან ცუდი პროცესის თანამონაწილეები, რომლებიც ქვეყანაში ამ პროცესის დასრულების სემდეგ სწორედ რომ ჩააბეტონებს სააკაშვილი-ადეიშვილის სასამართლოს. ეს მოსამართლეები ან ქართული ოცნების მიმარტ იქნება ვალდებული, ან კლანოს წინაშე ვალდებული“,- აღნიშნა ლევან კობერიძემ.

დამოუკიდებელ დეპუტატს თამარ ალანიას პასუხებიდან საართლიანობის შეგრძნება არ დარჩა.

“თქვენ არც პასუხისმგებლობას არ გრძნობთ, არც ბოდიშის მოხდა გსურთ იმაზე, რასაც აკეთებდით კოლეგებთან ერთად, მომავალშიც სავარაუდოდ ასე გააგრძელებთ. მე არ მჯერა, რომ თქვენ ცუდი იყავით და ახლა კარგი გახდებით“,- მიმართა თამარ ალანიას ლევან კობერიძემ.

ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა დღეს დაიწყო. კომიტეტზე მოსამართლეობის კანდიდატს თამარ ალანიას უსმენენ.