თავი გააკონტროლეთ - ეკა ბესელია და ანრი ოხანაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
თავი გააკონტროლეთ - ეკა ბესელია და ანრი ოხანაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

A+ A-

13:59 23/09/2019

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს თამარ ალანიას უსმენენ, დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია და კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

ეკა ბესელია თამარ ალანიას ბანგალონის პრინციპზე ესაუბრებოდა, კერძოდ მიმართავდა კითხვით, ეთიკურად რამდენად მისაღები იყო მისთვის მეთოფიშვილის და გვრიტიშვილის ფეისბუქსტატუსები. ეკა ბესელია ითხოვდა, რომ ამაზე ზოგადი პასუხი გაეცა და არ ითხოვდა კონკრეტული პირების განცხადებებოს შეფასებას. ამ დროს ეკა ბესელიას მიკროფონი გამოურთეს და კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კითხვებისთვის გათვალისწინებული დრო ამოეწურა, რაც დამოუკიდებელმა დეპუტატმა გააპროტესტა და განაცხადა, რომ ხელს ნუ უშლიან.

ეკა ბესელია: ნუ ნერვიულობთ თამარ ალანიას ნაცვლად.

ანრი ოხანაშვილი: თავი გააკონტროლეთ.

ეკა ბესელია: მე თავს ვაკონტროლებ იმაზე მეტად, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. ხელს მიშლი და არ გინდა ჩემთან ასე საუბარი. ყველამ უნდა იცოდეს თავისი ადგილი, მარტო ფიზიკურ ადგილს არ ვგულისხმობ, მორალურ პოზიციას ვგულისხმობ.