“თავისუფლება პოლიტპატიმრებს” – თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს
“თავისუფლება პოლიტპატიმრებს” – თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს

A+ A-

13:31 23/09/2019

“თავისუფლება პოლიტპატიმრებს” - ამ სახელწოდებით, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები 20 ივნისის საქმეზე დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ და ამბობენ, რომ ეს ხალხი ამჟამინდელი ხელისუფლების პოლიტპატიმრები არიან.

საპროტესტო აქციას სასამართლოს წინ უერთდებიან როგორც ირაკლი ოქრუაშვილის მხარდამჭერები, დეკანოზ გიორგი მამალაძეს ძმა თორნიკე მამალაძე და  ასევე მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელიც მისი ძმისშვილის – მორის მაჩალიკშვილის გათავისუფლებას ითხოვს.

საქალაქო სასამართლოს განრიგის მიხედვით, დღეს 20 ივნისის საქმეზე 4 დაკავებულის – ალექსანდრე ზუბიაშვილი, ბესიკ თამლიანი, ვაჟა თოდუა, ზაქრო გვიშიანი – საქმე უნდა განიხილონ.