მთავარი პროკურორი მორიგ სკანდალში ეხვევა - შალვა თადუმაძეს სამთოელის დიპლომიც სავარაუდოდ, გაყალბებული აქვს
მთავარი პროკურორი მორიგ სკანდალში ეხვევა - შალვა თადუმაძეს სამთოელის დიპლომიც სავარაუდოდ, გაყალბებული აქვს

A+ A-

13:22 23/09/2019

საქართველოს გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე დღემდე ვერ ადასტურებს დიპლომის წარმომავლობის ნამდვილობას.

საუბარია ბიოგრაფიაში მის მიერ მითითებულ თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტის დამთავრებაზე, რომლის მიხედვით, მას იურისტის კვალიფიკაცია მიენიჭა.

როგორც “2020NEWS“ -მა გაარკვია, გარდა აღნიშნული დიპლომისა, კითხვის ნიშნები მის მიერ აღებულ მეორე დიპლომთან დაკავშირებითაც ჩნდება. მთავრი პროკურორის ბიოგრაფიის მიხედვით, შალვა თადუმაძეს 2001 წელს დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტი და მინიჭებული აქვს ტექნიკურ მეცნიერებათა მაგისტრის წოდება.

“2020NEWS“-მა აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გადაამოწმა და თადუმაძის ტსუ-ში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტები მოითხოვა, რომელიც ამ დრომდე ვერ მოგვაწოდეს. მიზეზი უცნობია. სანდო წყაროს ინფორმაციით, ასეთი დოკუმენტები არ არსებობს და ყალბი დიპლომები იმ პერიოდში "უპრობლემოდ" იშოვებოდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.

მთავარი პროკურატურა თადუმაძის დიპლომებთან დაკავშირებით კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს.

როგორც “2020NEWS”-ს უწყებაში განუცხადეს, შალვა თადუმაძე საკუთარ კვალიფიკაციასთან დაკავშირებულ ყველა კითხვას პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე უპასუხებს. “შალვა თადუმაძე საპარლამენტო კომიტეტზე უპასუხებს ყველა შეკითხვას“, - გვითხრეს მთავარ პროკურატურაში. თადუმაძე პარლამენტში უახლოეს დღეებში მოუსმენენ.