ფარულ ფოტოესესიებზე ბავშვები ძირითადად მშობლებს მიყავდათ - ბავშვთა პორნოგრაფიის საქმის ახალი დეტალები (ვიდეო)
ფარულ ფოტოესესიებზე ბავშვები ძირითადად მშობლებს მიყავდათ - ბავშვთა პორნოგრაფიის საქმის ახალი დეტალები (ვიდეო)

A+ A-

22:38 22/09/2019

რამდენიმე ამბავი, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა, ერთ-ერთი სოფლიდან იწყება. არასრულწლოვნებს, პორნოგრაფიულ ფოტოებს სავარაუდოდ ოჯახის წევრების თანხმობით უღებდნენ და შემდეგ საზღვარგარეთ ყიდდნენ. მსხვერპლთა და ბრალდებულთა ნათესავები ამტკიცებენ, რომ ფოტოების პორნო შინაარსზე არაფერი იცოდნენ. ბავშვთა პორნოგრაფიის საქმესთან დაკავშირებით სიუჟეტი "იმედის კვირამ" მოამზადა.

როგორც სიუჟეტში ბავშვთან პორნოგრაფიის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის შვილი, 8 წლის გოგოს და ამბობს, ფოტოგადაღებები სარეკლამო ხასიათის იყო, "მაგალითად თეთრეული [ქალის საცვლები] რომ გააპიარო და გაარეკლამო. სარეკლამო ფოტოები იყო, ასე ვიცოდით, თუმცა რა იყო არ ვიცით", - ამბობს ერთ-ერთი დაკავებულის შივლი.

8 წლის გოგოს და ამბობს, რომ პორნოგრაფიული შინაარსის ფოტოების შესახებ, მისი მშობლების დაკავებამდე, არაფერი იცოდა. 

"გადაღებას, მშობლები არ ესწრებოდნენ, ბავშვები შეჰყავდა ფოტოგრაფს. ნორმალური ადამიანი იმას მოინდომებდა შვილი პორნოგრაფიისთვის გაეყიდა? 8 წლის ბავშვს დედას და მამას, რომ დაუჭერ? როგორია? საშინელ სტრესშია", - ამბობს გოგო.

სავარაუდო მსხვერპლის დედ-მამასთან ერთად მისი მამიდაც დააკავეს. ბრალდების მხარის მტკიცებით არასრულწლოვნებს პორნოგრაფიული შინაარსის ფოტოებისთვის მშობლებს ათასიდან სამი ათას ლარამდე უხდიდნენ. გამოძიების ინფორმაციით, ყველაზე მოთხოვნადი 8 წლის გოგოს შიშველი ფოტოები იყო. 

"ფოტოები, რომლებიც ჩვენ ევროპოლის მიერ მოგვეწოდა, ეს არის 2017 წლის ფოტოები. ბავშვების ასაკი არის ძალიან პატარა. გვაქვს ჩანაწერები, რომ მშობლები მოითხოვდნენ გადაღებებში აქტიურად ყოფილიყვნენ ჩართულები. მშობლებს თვითონ მიყავდათ, ძირითადად დედებს. გვაქვს საქმეში თანხის ჩარიცხვის, გატანის, გვაქვს ასევ, როგორც ყიდულობენ ბავშვებისთვის აქსესუარებს", - ამბობს საქმის პროკურორი. 

ფარულ ფოტოესესიებზე ბავშვები ძირითადად მშობლებს რომ მიყავდათ, საქმეში არსებულ ვიდეოკადრებშიც ჩანს. ერთ-ერთი დაკავებულის მაზლი ამბობს, რომ ფოტოს გადასაღებად დედას მისი ძმის შვილი, 14 წლის გოგო თბილისში თვეში, რამდენჯერმეც კი დაჰყავდა. მოჰქონდათ თუ  არა მშობელს შვილის პორნოგრაფიული შინაარსის ფოტოებისთვის აღებული ჰონორარი სახლში, დაკავებულის ოჯახის წევრებმა არ იციან.

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებულების უმრავლესობა ერთი სოფლის მკვიდრია. ნაწილი უკვე წლებია დედაქალაქში ან სხვა რეგიონში ცხოვრობს. გამოძიების ცნობით, არასრულწლოვნებს პორნოგრაფიული შინაარსის ფოტოებს აშშ-ს მოქალაქე 60 წლამდე კაცი უღებდა. მას, სოფელში კარგად იცნობენ, რადგან აქ, 10 წლის წინ პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში ჩამოვიდა და სკოლაში ინგლისურს ასწავლიდა. ბრალდებული მისივე კოლეგის სახლში ცხოვრობდა, თუმცა მასპინძელი ამბობს, რომ მის ქცევებში უცნაური რაფერი შეუნიშნავს. 

ბრალდებულმა, რომელიც გამოძიების ვარაუდით დანაშაულებრივი სქემის მთავარი რგოლია საქართველოში, ერთ კონკრეტულ სოფელში 9 თვე იცხოვრა. ფოტოგრაფიით მის გატაცებას ყველა ამჩნევდა. მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ფოტოებს უღებდა, შემდეგ ბეჭდავდა და  მათ ჩუქნიდა. ამ პერიოდში ფოტოსტუდიის გახსნაზეც საუბრობდა. შემდეგ საზღვარგარეთ წავიდა და როგორც პედაგოგები ამბობენ, სკოლაში ხელახლა 2 წლის წინ, გამოსაშვებ საღამოზე გამოჩნდა - ისევ ფოტოკამერით. როგორც ჩანს, ყოფილ მოსწავლეებთან კავშირი არ გაუწყვეტია.

დაკავებულთაგან ორი და გორის მუნიციპალიტეტის იმავე სოფლიდან არიან, თუმცა ერთ-ერთი და ლანჩხუთში ცხოვრობდა. ორივე მათგანს, მცირეწლოვანი შვილები ჰყავს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაარკვია, ინგლისურის ყოფილ პედაგოგს, ფოტოსტუდია თბილისის ერთ-ერთ უბანში მოწყობილი ნამდვილად ჰქონდა. "იმედის კვირის" სიუჟეტის ვიდეოკადრებში კარგად ჩანს, ფოტოკამერებიც და სპეციალური ტანსაცმელი, რომელსაც სავარაუდოდ არასრულწლოვნებს გადაღებების დროს აცმევდნენ.

ბრალდებულების ადვოკატები ამბობენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ აღიარებენ. საქმის სიმძიმიდან გამომდინარე, უფლებადამცველები დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ. 

11 დაკავებულიდან ერთი ავსტრალიის მოქალაქეა. სავარაუდოდ სწორედ ავსტრალიისა და ამერიკის მოქალაქეების ორგანიზებით უღებდნენ და აგზავნიდნენ სხვადასხვა ქვეყანაში არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული შინაარსის ფოტოებს და ვიდეოებს. "იმედის კვირის" ინფორმაციით, ორივე მათგანს ფოტოსალონი თბილისში სხვადასხვა ადგილზე ჰქონდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე ამბობს, რომ ორგანიზებული დანაშაულის აქტიური მონაწილე რამდენიმე მშობელიც იყო და თავად აძლევდნენ ბავშვებს მითითებებს, რა სახის ფოტოები უნდა გადაეღოთ.

დაკავებული მშობლები და ახლობლები ბრალს არ აღიარებენ. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 11-ვე ბრალდებულს პატიმრობა უკვე შეუფარდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ ბრალდებულთა წრე გაიზარდოს. გამოძიებას ქართველი და უცხოელი სამართალდამცველები აქტიურად აწარმოებენ. სასამართლო სხდომები ნოემბერში დაიწყება. 

წყარო: იმედის კვირა