შეწყალებაზე მორატორიუმის გამო 4468-მა პატიმარმა შესაძლოა პრეზიდენტს უჩივლოს
შეწყალებაზე მორატორიუმის გამო 4468-მა პატიმარმა შესაძლოა პრეზიდენტს უჩივლოს

A+ A-

21:27 22/09/2019

შეწყალებაზე მორატორიუმის გამოცხადების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს  4468 ადამიანი ელოდება. ეს იმ მსჯავრდებულებია, რომლებმაც პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს.

კონსტიტუციონაისტები აცხადებენ, რომ ზურაბიშვილის ეს გადაწყვეტილება კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. მათი თქმით, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მიხედვით, პრეზიდენტი ვალდებულია ყველა მსჯავრდებულის განცხადება განიხილოს და მას ერთპიროვნულად არ აქვს უფლება ამ პროცესის შეჩერებაზე, ან საერთოდ გაუქმებაზე გადაწყვეტილება მიიღოს. 

კონსტიტუციონალისტების თქმით, ჯერჯერობით, რადგანაც მორატორიუმის გადაწყვეტილება ადმინისტრაციამ მხოლოდ სიტყვიერად გამოაცხადა, კონსტიტუცია არ ირღვევა. თუმცა, როგორც კი მისი დოკუმენტის სახით გამოცემა მოხდება, მაშინ ყველა იმ მსჯავრდებულს, რომელიც შეწყალების მოლოდინშია, პრეზიდენტისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივილი შეუძლია. 

იურისტი და კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი აცხადებს, რომ არ შეიძლება პრეზიდენტმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადოს, რადგანაც ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს კონკრეტული ფუნქციის შესრულებაზე  უარს ამბობს.

„მართალია კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველოს  პრეზიდენტი მსჯავრდებულს შეიწყალებს და ეს მისი უფლებამოსილებაა, ასევე, შეუძლია კონკრეტული ადამიანის შეწყალებაზე მიიღოს ან არ მიიღოს გადაწყვეიტელბა, შეიწყალოს ან არ შეიწყალოს, მაგრამ აუცილებლად ეს (პატიმრის) განაცხადი რომ უნდა განიხილოს, ეს ვალდებულება უპირობოდ რჩება. 

„სწორედ აქედან გამომდინარე, მონატორიუმის გამოცხადება არ შეუძლია. მორატორიუმის გამოცხადება ხელყოფს მსჯავრდებულის უფლებებს, რაც კონსტიტუციის მიხედვით დაუშვებელია. აქედან გამომიდნარე, უკვე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ შეწყალების თხოვნის განხილვაზე უარი ეწინააღმდეგება ჩვენი კონსტიტუციის მე-18 მუხლის გარანტირებულ ადმინისტრაციულ უფლებას და თავისთავში გულისხმობს, რომ ყველა პატიმრის განცხადების გონივრულ ვადაში განხილვა უნდა მოხდეს“, - ამბობს ალაფიშვილი. 

იურისტი ლია მუხაშავრია აცხადებს, რომ თუკი პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული მორატორიუმი დიდხანს გაგრძელდა და დროში გაჭინაურდა, მაშინ ეს უკვე არაკონსტიტუციურად ჩაითვლება. მუხაშავრია ამბობს, რომ პრეზიდენტი მზად უნდა ყოფილიყო იმისთვის, რომ მას შეწყალების ასობით და ათასობით განცხადება ექნებოდა განსახილველი. იურისტი აცხადებს, რომ თუ მორატორიუმის საკითხი ნახევარ წელზე მეტხანს გაგრძელდა, მაშინ ეს უკვე იურდიულად და კონსტიტუციონალურად გაუმართლებელია. 

„არ მგონია დაზარალებულების ოჯახებმა ეს ამბავი ასე ჩაატარონ. რა თქმა უნდა, ასევე ზიანდება და ზარალდება იმ პატიმრების უფლებებიც, რომლებიც წლების განმავლობაში პრეზიდენტის შეწყალებას ელოდებიან. ეს ნიშნავს, რომ ზურაბიშვილი ადამიანის უფლებებს არღვევს და კონსტიტუციის წინააღმდეგ მიდის“, - აცხადებს მუხაშავრია.

მარიამობის დღესასწაულისთვის 34 პატიმრის შეწყალება სალომე ზურაბიშვილის მიერ ხმაურიანი აღმოჩნდა.

ერთ-ერთი შეწყალებული რამაზ დევაძე ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს.

ამ ფაქტის გახმაურებას კი პრეზიდენტის მიმართ მწვავე კრიტიკა მოჰყვა, როგორც საზოგადოების მხრიდან, ასევე პოლიტიკურ წრეებში.

სალომე ზურაბიშვილმა პატიმრების შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.

წყარო: რეზონანსი