ხვალ პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენას იწყებს
ხვალ პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენას იწყებს

A+ A-

20:50 22/09/2019

ხვალ, 23 სექტემბერს საქართველოს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენას იწყებს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წინაშე ხვალ ორი კანდიდატი  მერაბ გაბინაშვილი და თამარ ალანია წარდგებიან.

საკანონმდებლო ორგანო მოსამართლეობის ყველა კანდიდატს ჯერ მოუსმენს, შემდეგ კი მათ კენჭს სათითაოდ უყრის.

ცნობისთვის, 20-კაციანი სია პარლამენტს იუსტიციის უზენაესმა საბჭომ 4 სექტემბერს წარუდგინა.

უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლე დასანიშნი კანდიდატები არიან: მაია ვაჩაძე, გიორგი მიქაუტაძე, მერაბ გაბინაშვილი, თამარ ალანია, შოთა გეწაძე, მირანდა ერემაძე, მამუკა ვასაძე, ლაშა ქოჩიაშვილი, შალვა თადუმაძე, ზაზა თავაძე, ვლადიმერ კაკაბაძე, პაატა სილაგაძე, ნუგზარ სხირტლაძე, ლალი ფაფიაშვილი, ნინო ქადაგიძე, თამარ ზამბახიძე, ქეთევან ცინაცძე და გოჩა ჯეირანაშვილი.

მათ შერჩევას წინ კონკურსი და გასაუბრება უძღოდა.

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლეწევრები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური ოპოზიცია მოსამართლეთა შერჩევის პროცესში ნეპოტიზმზე, გარიგებებსა და რიგ კანონდარღვევებზე საუბრობდა.