აგვისტოში საქართველოში სასტუმროების ფასები შემცირდა
აგვისტოში საქართველოში სასტუმროების ფასები შემცირდა

A+ A-

19:50 22/09/2019

2019 წლის აგვისტოში საქართველოში სასტუმროების ფასები საშუალოდ 2.4%–ით შემცირდა. კერძოდ, 3, 4 და 5–ვარსკვლავიანი სასტუმროების ღირებულება 5.3%–ითაა შემცირებული, ხოლო გესთჰაუსების კი 3.1%–ით. ამის შესახებ ინფორმაციას Forbes-ის ქართული გამოცემა PMC კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კვლევის მიხედვით, აგვისტოში საქართველოში 3-ვარსკვლავიან სასტუმროში 1 ღამის ღირებულება საშუალოდ 151 ლარი იყო, 4-ვარსკვლავიანში - 230 ლარი, ხოლო 5-ვარსკვლავიანში - 488 ლარი ღირდა. გესთჰაუსების ტიპის სასტუმროებში ერთი ღამის ღირებულება კი საშუალოდ 75 ლარი იყო.

აგვისტოში თბილისში მდებარე სასტუმროებში ფასების ზრდა დაფიქსრიდა, კერძოდ 1 ღამის ღირებულება საშუალოდ 20.4%-ით გაიზარდა, რაჭაში – 23.7%-ით, წლიურად ზღვისპირა რეგიონში მდებარე სასტუმროების საშუალო ფასი კი შემცირებულია. 5-ვარსკვლავიან სასტუმროში ღამის გათენება ყველაზე ძვირი თბილისში ჯდება – საშუალოდ 592 ლარი, მას მოსდევს აჭარა 461 ლარით და კახეთი – 398 ლარით.

ყველაზე მეტად აგვისტოში წინა წლებთან შედარებით ფასებმა დაიწია ქვემო ქართლში (8.1%), აჭარაში (5.5.%) და მცხეთა-მთიანეთი (5.2%).