ხვალ “რუსთავი2“ ახალ სატელევიზიო სეზონს იწყებს
ხვალ “რუსთავი2“ ახალ სატელევიზიო სეზონს იწყებს

A+ A-

18:42 22/09/2019

ტელეკომპანია “რუსთავი2“ განახლებული ბადით ხვალ გავა ეთერში. 

“23 სექტემბერს გავდივართ ეთერში“ - განაცხადა პაატა სალიამ.

საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“,  მთავარი პროდიუსერი, "ევროპული საქართველოს" PR-სამსახურის ყოფილი უფროსი, ხათუნა ბერძენიშვილი გახდა, 9 საათიან “კურიერს“ ნა­თია ლა­ზაშ­ვილი და ირაკ­ლი იმ­ნა­იშ­ვილ­ი წაიყვანენ

 ახალი "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო პოლიტიკას განსაზღვრავენ ირაკლი იმნაიაშვილი და ნინო შუბლაძე. “კურიერს“ შეუერთდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი გურამ როგავაც. 

ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ს ყოფილი ჟურნალისტებიც უბრუნდებიან. თავის დროზე სხვადასხვა უწყებების პრეს-სამსახურებში გადასული რეპორტიორები აქტიურ ჟურნალისკიტაში დაბრუნებას გეგმავენ. მათ შორის არიან დავით კაკულია და ნათია მღებრიშვილი. ნათია მღებრიშვილი, რომელიც შს სამინისტროს პრეს-სამსახურში მუშაობდა, "რუსთავი 2"-ს უბრუნდება. 

23 სექტემბერს დაიწყება “სხვა შუადღეც“. როგორც “2020NEWS“-ს გადაცემის პროდიუსერმა თამარ კობერიძემ რამდენიმე დღის წინ განუცხადა, ახალი სეზონისთვის სამზადისი აქტიურად მიმდინარეობს.

“გადაცემის წამყვანებად რჩებიან გვანცა დარასელია, თიკა ფაცაცია, არჩილ სოლოღაშვილი და ქრისტინე იმედაძე. ბაიას რაც შეეხება, სეზონის ბოლოს შეგვითანმხდა და ვიცოდით, რომ დეკემბრის ბოლომდე ვერ იქნებოდა“, - განუცხადა სააგენტოს თამარ კობერიძემ. მისივე თქმით, “სხვა შუადღეს“ ახალი სახეებიც ეყოლება.

“გარდა ძველი სახეებისა, გვეყოლება ახალი წაყვანებიც. მათ სახელებს ჯერ ვერ გაგიმხელთ. თუმცა გეტყვით, რომ ახალ რუბრიკებს ვამატებთ“, - გვითხრა “სხვა შუადღის“ პროდიუსერმა.

ცნობისთვის, ბაია დვალიშვილის შემდეგ, “სხვა შუადღე“ ნინო ხოშტარიამაც დატოვა. ხოშტარიამ “რუსთავი 2“-დან წასვლის შესახებ, საზოგადოებას სოციალური ქსელიდან აცნობა. ასევე, “კომედი ჯგუფის“ ძირითადი შემადგენლობა “რუსთავი2“-ზე დარჩა. ისინი მაყურებლის წინაშე 27 სექტემბერს წარსდგებიან. “ვანოს შუს“ კი “ნიკას შოუ“ ჩაანაცვლებს, რომელსაც ნიკა არაბიძე წაიყვანს.

შეგახსენებთ, 20 აგვისტოს “რუსთავი 2“-ის ახალმა დირექტორმა პაატა სალიამ სამსახურიდან გაათავისუფლა ნოდარ მელაძე, გიორგი გაბუნია, გიორგი ლაფერაშვილი და ნანუკა ჟორჯოლიანი. მათი გათავისუფლების შემდეგ, ტელეკომპანია "რუსთავი 2“ ჟურნალისტების თითქმის მთელმა შემადგენლობამ.