ვიღაცამ გადააგდო ასეთი პატარა ლეკვი, ვტიროდი, რომ თავშესაფარში არ წაეყვანათ - პატარა მარიამის ემოციური ვიდეო
ვიღაცამ გადააგდო ასეთი პატარა ლეკვი, ვტიროდი, რომ თავშესაფარში არ წაეყვანათ - პატარა მარიამის ემოციური ვიდეო

A+ A-

14:57 22/09/2019

პატარა მარიამი, რომელმაც ავტობანზე ფეხმოტეხილი ძაღლი იპოვა, ვიდეო მიმართვას ავრცელებს სოციალურ ქსელში და საზოგადოებას მოუწოდებს, რომ მეტისებსაც ისევე სჭირდებათ სიყვარული და მზრუნველობა როგორც სხვა ძაღლებს.

,,ვიღაცამ გადააგდო ასეთი პატარა ლეკვი და ავარიაში მოჰყვა. ფეხი სტკივა. სახელად დავარქვი ბელა, რადგან თეთრია და ლამაზი ცისფერი თვალები აქვს. 

დედას ვთხოვე დავიტოვოთ, მეთქი. ვტიროდი, რომ თავშესაფარში არ წაეყვანათ. მითხრა, რომ დავიტოვებდით და გამიხარდა. 

ყოველ დღე ვეფერები, მთელი ღამე ტიროდა. მე უნდა დავაძინო, ვასვა და გავასეირნო. 

მეტისები არ უნდა გადააგდონ ქუჩაში რადგან ძალიან საყვარლები არიან. სხვებს ზოგჯერ არ უნდათ ძაღლი, კატა ან ცხოველი და ქუჩაში აგდებენ. ვინმეს მიეცით, რომ მოეხმაროს არ გადააგდონ და გაზარდონ, თორემ ლეკვი მოკვდება. 

სიყვარული აკლდება, სითბო აკლდება, საჭმელი აკლდება, წყალი აკლდება, პატრონი აკლდება, სახლი აკლდება და საწოლიც.

ასეთ პატარა ძაღლებს თუ ქუჩაში დაინახავენ ან თავშესაფარში დარეკონ ან ძებნა დაიწყონ პატრონის“ , - ჰყვება მარიამი. 

წყარო : qartli.ge