ერთი წელი პატარძალს უნდა ვაცადოთ, ვაცადოთ რა ამასაც - ბიზნესმენი პრეზიდენტზე
ერთი წელი პატარძალს უნდა ვაცადოთ, ვაცადოთ რა ამასაც - ბიზნესმენი პრეზიდენტზე

A+ A-

14:08 22/09/2019

სამშენებლო კომპანიის GDG დამფუძნებელი, ბეჟან წაქაძეა, რომელმაც სალომე ზურაბიშვილს, წინასაარჩევნო პერიოდში 60 ათასი ლარი შესწირა, აცხადებს, რომ პრეზიდენტსი ბევრ რამეს აკეთებს და კიდევ ბევრს გააკეთებს თუმცა, დრო უნდა მისცეს საზოგადოებამ.

"ქართული ანდაზაა ასეთი, ერთი წელი პატარძალს უნდა აცადოთო და ვაცადოთ რა ამასაც" - გვიპასუხა ბიზნესმენმა.

შეკითხვაზე, რატომ არ იყო საკმარისი ზურაბიშვილის პრეზიდენტობის გასული თერთმეტი თვე და შეწყალებული მკვლელები, წაქაძემ გვიპასუხა, რომ მსგავსი ქმედებების განხორციელებას მხოლოდ პრეზიდენტი ვერ შეძლებს და მას ამაში სხვების მხარდაჭერაც ჰქონდა.

"ვიღაცამ მიაღებინა ზურაბიშვილს ეს გადაწყვეტილება და ამიტომაც შეცდა. პრეზიდენტი ბევრ რამეს აკეთებს და კიდევ ბევრს გააკეთებს. ვაცადოთ" - აცხადებს წაქაძე.

წყარო:"გირჩი"